ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის მცირე დარბაზში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალურ თამაშებში გამარჯვებული გუნდების დაჯილდოება გაიმართა. მუნიციპალურ თამაშებში გამარჯვებული საჯარო სკოლების გუნდები თასებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სასკოლო ოლიმპიადაში გამარჯვებული გუნდები რეგიონულ პირველობაში...
5 და 6 იანვარი უქმე დღედ გამოცხადდა
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2026 წლის 5 და 6 იანვარი უქმე დღედ გამოცხადდა. შესაბამისი დადგენილება დღეს გამოქვეყნდა. როგორც დოკუმენტში წერია, დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე.


