ხობში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

ხობში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა 70 წლამდე მამაკაცს იმ დროს დაეჯახა, როცა ის ქუჩის გადაკვეთას ცდილობდა. ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი და საპატრულო ეკიპაჟები იყო მობილიზებული.