როგორი ამინდი იქნება 22-24 ნოემბერს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტო 22-24 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. “ქ. თბილისში უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება....

პირველ მაისში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში გოგი ბუკიას ქუჩაზე მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსთან, გია ჩაბალუხასთან ერთად გაეცნო. პროექტის ფარგლებში - იგება ასფალტის საფარი, მოეწყობა სანიაღვრე არხები, საგზაო ნიშნები, ხელოვნური ბარიერი, რეაბილიტირდება ეზოებში შესასვლელები. ინფრასტრუქტურული პროექტი მოსახლეობის ინიციატივითა და...

დევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 300 ოჯახს სახლს შეუსყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 300 ოჯახს სახლს შეუსყიდის. აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დევნილ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩიონ. საცხოვრებლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა ოჯახის სულადობის გათვალისწინებით განისაზღვრება. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოფლად სახლის შესყიდვის პროგრამა, 2014...