ჭალადიდში მომხდარ ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მომხდარ ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა. მედიის ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მოტოციკლი ხეს შეეჯახა, ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას კი მძღოლი გარდაცვლილი დახვდა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.