ხობში “ძლიერმა საქართველომ“ ადგილობრივი არჩევნებისთვის, მერობის კანდიდატი წარადგინა

„ძლიერმა საქართველომ“, 2025 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის, სამეგრელოში, იმერეთსა და გურიაში კოალიციის მერობის კანდიდატები წარადგინა.  მერობის კანდიდატები „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა, ალეკო ელისაშვილმა და ლევან სამუშიამ წარადგინეს. ხობში „ძლიერი საქართველოს“ მერობის კანდიდატია იური ბუკია.