ხობის ცენტრალურ პარკში სარეაბლიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ხობის ცენტრალურ პარკში სარეაბლიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მოეწყობა საბავშვო ატრაქციონები, ველობილიკი, სპორტული მოედანი, ღია სავარჯიშო ტრენაჟორები, დეკორატიული სკამები, განათების სისტემა, დეკორატიული ღობე, სანიაღვრე სისტემა, მდინარის სანაპიროზე ჩასასვლელი კიბეები, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები და ფილები. ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 2,8 მილიონი ლარია.