ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია დასრულდა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის შესაბამისად დაიგო ბეტონის საფარი, მოეწყო ეზოებთან მისასვლელები და რკინა-ბეტონის კიუვეტები. სამუშაოების ღირებულება 441 695 ლარს შეადგენს. ახალ ხიბულაში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.