ხობის მუნიციპალიტეტის ზემო ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საალანიო-საფაჩულიოში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში 3,6 კილომეტრის სიგრძის გზაზე დაიგება ბეტონის საფარი, მოეწყობა საგზაო ნიშნები და კიუვეტები. სამუშაოების ჯამური ღირებულება 3 მილიონ 58 ათას ლარს შეადგენს. გზის რეაბილიტაციის პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და...