რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის მკლავჭიდელებმა წარმატებით იასპარეზეს და სხვადასხვა სინჯის ხუთი მედალი მოიპოვეს. პირველი ადგილი - გიგი ცირდავა (U15), საბა დანელია (U23) მესამე ადგილი - ცოტნე ჯღარკავა (U15), გიგი ცირდავა (U15), ბექა ჟიშკარიანი (U23). (მწვრთნელები: კობა თუთბერიძე, გოგა დანელია) ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს
დევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 2000-ზე მეტ ოჯახს სახლს შეუსყიდის
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 2000-ზე მეტ ოჯახს სახლს შეუსყიდის. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დევნილ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩიონ. საცხოვრებლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა ოჯახის სულადობის გათვალისწინებით განისაზღვრება. „სოფლად სახლის“...