ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ ცვლილებებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელსაც ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, მერის მოადგილე დავით ბერაია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადებისა და პირობების შესახებ, სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების სამეგრელო - ზემო სვანეთის...