პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 20 მაისის ჩათვლით გაგრძელდება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2025 წლის 28 აპრილს დაიწყო და 20 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. უწყების ცნობით, რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებგვერდზე – vet.emis.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში. “2025 წლის მიღებისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო პროფესიული დაწესებულებები პროფესიულ...

სინოპტიკოსები, 16 მაისამდე დროგამოშვებით წვიმას ვარაუდობენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. “მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ხობის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, დავით ვერავამ, ხობის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები, ხობის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით ბუკიასთან, მერის მოადგილეებთან და სამსახურის უფროსებთან ერთად გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, სახელმწიფო რწმუნებული, მოადგილესთან გიორგი ნადარაიასთან და ხობის მერთან, დავით ბუკიასთან ერთად, ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ...

ხობში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავარიის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა. მედიის ინფორმაციით, ერთმანეთს დისტრიბუციისა და სატვირთო ავტომანქანები შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. მომხდარ ფაქტზე, გამოძიება დაწყებულია. ფოტო: მეცხრე ტალღა

2 მაისის დღის ბოლოდან 3 მაისის დღის ბოლომდე მოსალოდნელია წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისის დღის ბოლოდან 3 მაისის დღის ბოლომდე საქართველოში, ხოლო 4 მაისიდან 5 მაისის დილამდე ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. “მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების...

ხობში კონკურს-ფესტივალი “ჰარიდას” დაჯილდოების ფესტივალი ჩატარდა

ხობის კულტურის სასახლის დიდ საკონცერტო დარბაზში, ხობის ხელოვნების კონკურს-ფესტივალ „ჰარიდას“ ლაურეატთა დაჯილდოების ცერემონიალი და გალაკონცერტი გაიმართა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კლასიკური გიტარის, ფოლკლორული ანსამბლებისა და ქართული ხალხური ცეკვების კონკურს-ფესტივალში საქართველოს მუნიციპალიტეტების ფოლკლორული ანსამბლები, სამუსიკო და სახელოვნებო სკოლების გუნდები მონაწილეობდნენ. კონკურს-ფესტივალ „ჰარიდას“ საკონცერტო პროგრამის ფარგლებში სოფო ხალვაშის, საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებულის,...