მერია: ქვემო ქვალონის, ახალი ხიბულის და გაღმა საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულებში მინი სტადიონების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ქვემო ქვალონის, ახალი ხიბულის და გაღმა საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულებში მინი სტადიონების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტები მოქალაქეთა ინიციატივითა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მათი ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება 270 880 ლარს შეადგენს. სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წელს, ქალაქ ხობში, გიორგი ჭყონდიდელის ქუჩაზე მდებარე...