31 მაისის დილამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 მაისს 31 მაისის დილამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ხანმოკლე ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

ხობში “აწარმოე საქართველო” საინფორმაციო შეხვედრას გამართავს

30 მაისს 12:00 საათზე, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში სსიპ ,,აწარმოე საქართველოში’’ სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრი სააგენტოს პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრას გამართავს. შეხვედრაზე დასწრება შეუძლიათ ადგილობრივი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს და მეწარმეობით დაინტერესებულ პირებს. სააგენტოს მიზანია ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, მიკრო მეწარმეობის მხარდაჭერა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და...

26 მაისი ხობში

ხობში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კულტურული და სპორტულ-გასართობი ღონისძიებები გაიმართა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ცენტრალურ პარკში მოეწყო საბავშვო სივრცე, ნახატების და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ბავშვების სადღესასწაულო განწყობაზე ზღაპრების კოსტიუმირებული გმირები ზრუნავდნენ. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საფეხბურთო პირველობის გამარჯვებული „თორსა“ გახდა. 17:10 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს, ანსამბლ „კოლხეთის“ და შემოქმედებითი ჯგუფების...

სიახლე ზუგდიდში – გაიხსნა თურქული “მედიცინის სახლი”

ზუგდიდში გაიხსნა თურქული “მედიცინის სახლი”. პაციენტებს, ადგილზე თურქი ექიმები მოემსახურებათ. ადგილზევე ხელმისაწვდომ ფასში, შეგიძლიათ ჩაიტარონ ლაბორატორიული კვლევები. კლინიკაში მუშაობენ კვალიფიციური ქართველი და თურქი ექიმ – ლაბორანტები. ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით. ჩაიტარეთ კვლევები დროულად, ჯანმრთელობა, ხომ ყველაფერზე მნიშვნელოვანია. თურქული “მედიცინის სახლი” წარმოადგენს მრავალპროფილურ სამკურნალო – დიაგნოსტიკურ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც დანერგილია საერთაშორისო...

26 მაისის ღონისძიებების პროგრამა ხობში

26 მაისს, ხობში, საზეიმო ღონისძიებები გაიმართება. იხილეთ ღონისძიებების პროგრამა: 12:00 ცენტრალური სტადიონი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საფეხბურთო ტურნირის ფინალი. 14:00-18:00 ცენტრალური პარკი •ბავშვთა გასართობი სივრცე - სახის მოხატვა, ასფალტზე ხატვა, სამახსოვრო ფოტოს გადასაღები კუთხე, ზღაპრების პერსონაჟები •ნახატების და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა •სპორტული აქტივობები 16:00 კულტურის სასახლის დიდი დარბაზი კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების...

24 მაისამდე თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტო, 22-24 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 24 მაისამდე საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 24 მაისს კი სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება. “ქ. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო...

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 22 მაისს დაიწყება

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 22 მაისს, 09:00 საათიდან დაიწყება და 17 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.  განათლების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე – registration.emis.ge. „ბავშვის სისტემაში რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა სკოლებში 18 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში...

პოლიციამ ხობში დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. “დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებული არიან – 1976 წელს დაბადებული ნ.კ. და 1976 წელს დაბადებული ი.გ. დანაშაულები 20 წლამდე...

მერია: ქვემო ქვალონის, ახალი ხიბულის და გაღმა საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულებში მინი სტადიონების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ქვემო ქვალონის, ახალი ხიბულის და გაღმა საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულებში მინი სტადიონების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტები მოქალაქეთა ინიციატივითა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მათი ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება 270 880 ლარს შეადგენს. სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წელს, ქალაქ ხობში, გიორგი ჭყონდიდელის ქუჩაზე მდებარე...

18-19 მაისს წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18-19 მაისს საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 18 მაისის დღის ბოლოდან 19 მაისის დილამდე ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. “მოსალოდნელმა წვიმებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული...