ხობში ფიტნეს დარბაზი გაიხსნა

ხობის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი და სპორტული ინვენტარით აღჭურვილი ფიტნესის დარბაზი გაიხსნა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიიის ინფორმაციით, სპორტული დარბაზით სარგებლობა მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომ ფასად იქნება შესაძლებელი.