ქალაქ ხობში აკაკი შანიძის, ზაქარია ფალიაშვილის და სამეგრელოს ქუჩებზე გარე განათების სისტემა მოეწყო. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გარე განათების სისტემის მოწყობის პროექტი მოსახლეობის ინიციატივით და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.