ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოში მინი სტადიონის რეაბილიტაცია, ხოლო სოფელ ზენში (საჯიჯაო) - მოსაცდელის მშენებლობა მიმდინარეობს. უწყების ცნობით, მიმდინარე წელს ”სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ ხობის მუნიციპალიტეტის 23 ადმინისტრაციულ ერთეულში 53 პროექტი განხორციელდება. პროგრამის ფარგლებში შერჩეული პროექტების განსახორციელებლად 1 მილიონ 21 ათასი ლარია გამოყოფილი. მუნიციპალიტეტში...