ხობი ბავშვთა დღეს სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ხობის ცენტრალურ პარკში, 13:00 საათიდან 19:00 საათამდე სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართება. იხილეთ ღონისძიების პროგრამა: 13:00 ხობის ცენტრალური პარკი - სპორტული შეჯიბრებები გაიმართება. მძლეოსნობა; მკლავჭიდი; მაგიდის ჩოგბურთი; ბაგირის გადაწევა; 14:00 ბავშვთა ნახატების გამოფენა. სურათის გადასაღები სტენდი; სახის მოხატვა; კოსტუმირებული ანიმატორების პროგრამა; საპნის ბუშტების შოუ; 16:00 კულტურის...

ხამისკურში და პირველ მაისში ხელოვნურსაფარიანი მინისტადიონების რეაბილიტაცია დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის და პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულებში ხელოვნურსაფარიანი მინისტადიონების რეაბილიტაცია დასრულდა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტები ადგილობრივი მოსახლეობის წინადადების საფუძველზე და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა. რეაბილიტირილებული სპორტული მოედნები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბუკიამ და მერის პირველმა მოადგილემ, რევაზ ზაქარაიამ დაათვალიერეს. მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით აშენდება...

ხობში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში ხიდის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, რევაზ ზაქარაია, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, გიორგი იოსავა და მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი, გია ჩაბალუხა გაეცნენ. ინფრასტრუქტურული პროექტის ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება...

26 მაისი ხობში

დღეს, ქალაქ ხობში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო, სპორტულ-გასართობი და კულტურული ღონისძიებები გაიმართა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 17 საათსა და 10 წუთზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ დროს, აჟღერდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. კულტურის სასახლეში მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და ბავშვთა ნახატების გამოფენა. ცენტრალურ პარკში, სპორტის სხვადასხვა სახეობაში გაიმართა შეჯიბრებები, ხოლო...

ხეთაში და ხამისკურში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის და ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულებში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, რევაზ ზაქარაიამ, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, გიორგი იოსავამ და მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა, გია ჩაბალუხამ დაათვალიერეს. ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ნაპირსამაგრის მოწყობა და ხიდის რეაბილიტაცია,...

ხობისწყალთან ნაპირდამცავი ინფრასტრუქტურა მოეწყო

ხობის მუნიციპალიტეტის ყულევის და ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულებში, მდინარე ხობისწყალთან ნაპირდამცავი ინფრასტრუქტურა მოეწყო. ხობის მუნიციპალიტეყის მერიის ინრფორმაციით, ყულევსა და ქარიატაში განხორციელებული სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, რევაზ ზაქარაიამ და მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა, გია ჩაბალუხამ დაათვალიერეს. ინფორმაციისთვის: მუნიციპალიტეტის დასახლებებში ნაპირდამცავი ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროექტებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი...

ქვალონში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, აჭარაში, სამეგრელოში, იმერეთსა და კახეთში 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვალონში, მოქალაქეს ცირკული ტიპის სახერხი საამქრო საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა მოწყობილი. "ვინაიდან ოთხივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს,...

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დღეს დაიწყო. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია დღეს, 09:00 საათზე დაიწყო და 13 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. „რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე – registration.emis.ge. ბავშვის სისტემაში რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა სკოლებში 14 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით...

ხობში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნა

17 მაისს, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ხობის წმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში ეპარქიის სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს; მსახურების დასრულების შემდეგ კი, ქალაქ ხობში, სამღვდელოების და მრევლის მონაწილეობით საზეიმო ლოცვითი მსვლელობა გაიმართა. ხობის...

17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა. შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე 15 მაისს გამოქვეყნდა და მას ხელს საქართველოს-პრემიერ მინისტრი აწერს. „საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში (შემდგომში – ადმინისტრაციული...