ხობის ხელოვნების კონკურს-ფესტივალი “ჰარიდა“ გაიხსნა

ხობის კულტურის სასახლის დიდ დარბაზში, ხობის ხელოვნების კონკურს-ფესტივალი „ჰარიდა“, მსოფლიოში აღიარებული გიტარისტის და ვირტუოზი შემსრულებლის, თემურ ყვითელაშვილის კონცერტით, საზეიმოდ გაიხსნა. ხობის მუნიციპ0ალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში გამართულ კონცერტზე თემურ ყვითელაშვილმა ცნობილი, კლასიკური კომპოზიციები შეასრულა. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია, მერის მოადგილე დავით ბერაია, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე...