ნოჯიხევში დევნილთა დასახლებაში წყლის სისტემის მოწყობა დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში-აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში წყლის სისტემის მოწყობა დასრულდა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის განხორციელების შედეგად დასახლებაში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული 25 ოჯახი უწყვეტი წყალმომარაგებით სარგებლობს. ინფორმაციისთვის: წყლის სისტემის პროექტი ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ განახორციელეს.