ხობის მერმა მუნიციპალიტეტის უხუცეს ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა

ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ მუნიციპალიტეტის უხუცეს ქალბატონებს - ლულა ჯიქიას, ნათელა ხუნწარიას და ნათელა ალექსანდრიას ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა და ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, უხუცეს ქალბატონებს დედის და ქალთა საერთაშორისო დღეებთან დაკავშირებით ადგილობრივი ბიუჯეტიდან პირად ანგარიშზე თანხა ჩაერიცხათ.