მერია-ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზენის სასერგიოს უბანში სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია, ხოლო ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში ნაპირდამცავი ჯებირის მოწყობა მიმდინარეობს. საჯიჯაოში სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მერია აწარმოებს, ხოლო ყულევში პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2024-2025 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, სასკოლო ასაკთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა. კერძოდ, 2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას...