ნოჩხონში გზის რეაბილიტაცია განხორციელდა

ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ნოჩხონში გზის რეაბილიტაცია განხორციელდა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის წინადადების საფუძველზე განხორციელდა და მისმა სახელშეკრულებო ღირებულებამ 1 589 526 ლარი შეადგინა. საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ განახორციელა.