“ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრმა” სპორტული ინვენტარი შეიძინა

"ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრმა" ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით სხვადასხვა სახის სპორტული ინვენტარი შეიძინა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმციით, ახალშეძენილი ინვენტარი სპორტის ცენტრის ჯგუფებსა და წრეებს გადაეცა. უწყების ცნობით, ხობის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტში სპორტული ინვენტარის შესაძენად 300 ათას ლარზე მეტია გათვალისწინებული. „ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრში“ შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება მიმდინარეობს, რის შემდეგაც სპორტული...

ხობში სალოტბარო სკოლა დაფუძნდა

ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრსა და ხობის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ხობში სალოტბარო სკოლა დაფუძნდა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქართულ ტრადიციულ სიმღერა-გალობას ლოტბარ-რეგენტი აკაკი კუპრავა შეასწავლის. 1 თებერვალს, 15:00 საათიდან, ხობის კულტურის სასახლეში სალოტბარო სკოლის მოსწავლეები შეირჩევიან. ხობის სალოტბარო სკოლაში სწავლა უფასოა. სკოლაში ბავშვები მიიღებიან 6...

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან მედიას უთხრა, მას აქვს შეთავაზება “ქართული ოცნებისგან”, რომ უხელმძღვანელოს პარტიის პოლიტსაბჭოს. ინფორმაციისთვის: “ქართული ოცნების” პარტიული ყრილობა პირველ თებერვალს გაიმართება.

სოფელ პირველ გურიფულში მინისტადიონის რეაბილიტაცია განხორციელდა

ხობის მუნიციპალიტეტის გურიფულის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ პირველ გურიფულში მინისტადიონის რეაბილიტაცია განხორციელდა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის შესაბამისად: რეაბილიტირდა სტადიონის ღობე და დამონტაჟდა განათების სისტემა. სტადიონის რეაბილიტაციის პროექტი "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის წინადადების საფუძველზე განხორციელდა. რეაბილიტირებული სპორტული მოედანი ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ რევაზ ზაქარაიამ და მერის მოადგილემ დავით...

ხორგაში სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის პირველი ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ხობისმუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის შესაბამისად: ნატანი მასისგან იწმინდება არხი, მოეწყობა ეზოში შესასვლელები და ბეტონის სათავისები. "სარეაბილიტაციო სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ,,გზა მშენებელი 13“ ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ რევაზ ზაქარაიამ და მერის მოადგილემ დავით...

ახალაშენებულ კორპუსებში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება 1 მარტამდე გაგრძელდება

თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში ახალაშენებულ კორპუსებში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება 2024 წლის 1 მარტამდე გაგრძელდება. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, დევნილთა სააგენტომ იძულებით გადაადგილებული ოჯახების ინტერესები გაითვალისწინა და მაღალი მოთხოვნის გამო განაცხადების შევსების ვადა ერთი თვით გაახანგრძლივა. ინფორმაციისთვის: განაცხადების მიღება, ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის...

ხობის კულტურის სასახლეში დაცული გობელენის ნამუშევრების რესტავრაცია განხორციელდა

ხობის მუნიციპალიტეტის მერის დავით ბუკიას ინიციატივით და მხარდაჭერით, ხობის კულტურის სასახლეში დაცული გობელენის ნამუშევრების რესტავრაცია განხორციელდა. გობელენები მეოცე საუკუნის 90-იან წლებში ხობის კულტურის სასახლეში გაჩენილი ხანძრისა და დროის ზემოქმედების შედეგად მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული. ნამუშევრების აღდგენაზე საქართველოს ხელოვნების სასახლის მეცნიერ-თანამშრომელმა, რესტავრატორმა ნათია ქულუაშვილმა იმუშავა. ერთ-ერთი გობელენი, რომლის ზომები 9,80 Х 2,95...

ხობში გაიმართება დასახლებების საერთო კრებები და ამომრჩევლებთან კონსულტაციები

ხობის მუნიციპალიტეტის დასახლებებში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით გაიმართება დასახლებების საერთო კრებები და ამომრჩევლებთან კონსულტაციები. ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეებისგან საპროექტო წინადადებების მიღება წარმოებს (ხობის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარია, მისამართი: ქალაქი ხობი, ცოტნე დადიანის ქუჩა N189 და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები) 09:00 საათიდან 18:00 საათამდე...

ყოფილი ძალოვნებისთვის პენსია პირველი მაისიდან გაიზრდება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოფილი ძალოვნებისთვის პენსიის (კომპენსაციის) ზრდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, პენსია მიმდინარე წლის 1-ელი მაისიდან გაიზრდება. “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ყოფილი ძალოვნებისთვის პენსიის (კომპენსაციის) ზრდის შესახებ. განვმარტავთ, რომ მთავრობის წარდგინებითა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადდა და 2023 წლის 13 დეკემბერს საქართველოს...

“სოხუმის” წარმომადგენლებმა, ხობის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან ერთად საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა, ხობის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან ერთად საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი - ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხების რეფერირების ადგილობრივ სტრუქტურებს შორის კოორდინაციის და ინფორმაციის გაცვლის სისტემის ხელშეწყობაა. "შეხვედრას, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების...