ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს. "სამუშაოების დასრულების შემდეგ დასახლებაში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 25 ოჯახი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს. პროექტს ხობის მუნიციპალიტეტის მერია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო ახორციელებენ."-აღნიშნულია ინფორმაციაში.

“ენმ”-ს ხობის ორგანიზაციის 30-მდე წევრმა პარტია დატოვა

ხობის მუნიციპალიტეტში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 30-მდე წევრმა პარტია დატოვა. მათგან 10 საკრებულოს წევრია.  აღნიშნულის შესახებ ხობის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ია ჯიშკარიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სები: საპენსიო სესხების რეკლამირება იკრძალება

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება პენსიონერთა ინდივიდუალური თანხმობის გარეშე იკრძალება. ამასთან, აღნიშნული ცვლილება გავრცელდება იმ პენსიონრებზე, რომელთა შემოსავალიც მხოლოდ პენსიით ან/და სხვა სახელმწიფო სოციალური გასაცემლით განისაზღვრება. სებ-ის ახალი გადაწყვეტილებით, კომერციული ბანკები ვერ შეძლებენ პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირებას, რომლის შინაარსიც საპენსიო ან სხვა ტიპის სოციალური გასაცემლის საფუძველზე მომხმარებელს...