იაპონიის საელჩოში, იაპონიის მთავრობისა და იაპონელი ხალხის მიერ დაფინანსებულ 2 პროექტს მოეწერა ხელი. ერთ-ერთი მათგანი ხობის მუნიციპალიტეტში განხორციელდება. პროექტის ფარგლებში, ხობში სოციალური დაცვის ცენტრის რეაბილიტაციის პროექტი განხორციელდება, რომელიც მოემსახურება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და ასევე ექნება ბავშვების და მოზარდებისთვის სხვადასხვა განმავითარებელი აქტივობები. პროექტს განახორციელებს განათლებისა და განვითარების ცენტრი „თოლისკური“, პროექტის...
ხობში რამდენიმე ქუჩაზე გარე განათების სისტემა მოეწყო
ქალაქ ხობში დავით გურამიშვილის, კონსტანტინე გამსახურდიას და ვახტანგ გორგასლის ქუჩებზე გარე განათების სისტემა მოეწყო. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებამ 76684 ლარი შეადგინა. ქალაქ ხობში გარე განათების სისტემა ადგილობრივი მოსახლეობის წინადადების საფუძველზე მოეწყო.