სამეგრელოში და სხვა რეგიონებში “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 18 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, აჭარაში, გურიაში, სამეგრელოსა და შიდა ქართლში 18 პირი დააკავეს. „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დაკავებულები არიან: 1966 წელს დაბადებული მ.ც., 2002 წელს დაბადებული...

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ყაჩაღობა მოხდა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ყაჩაღობა მოხდა. მედიის ინფორმაციით, სარალიძეების ოჯახს რამდენიმე შეიარაღებული და ნიღბიანი პირი თავს დაესხა და ფულსა და ოქროს ითხოვდა. წაღებულია 500 ლარამდე თანხა და ოქრო.

ხობში მარულა გაიმართა

ხობის მუნიციპალიტეტის პირველი გურიფულის ადმინისტრაციულ ერთეულში, საცხენოსნო სპორტში მუნიციპალიტეტის პირველობა გაიმართა.  უწყების ინფორმაციით, შეჯიბრებაში მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციული ერთეულიდან, 9 ცხენოსანი მონაწილეობდა. "მარულაში გამარჯვებულ პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულ ცხენოსნებს თასები, სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ. I ადგილი - თემურ კუპრაძე (ახალსოფელი) II ადგილი - ბეჟან არახამია (ხეთა), III ადგილი...

ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს

ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ამ წუთებში, ბრიუსელში მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა. “საბჭომ მიიღო გაფართოების ანგარიში. 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მაიდანის პროტესტები დაიწყო, მაიდანის პროტესტი ისეთი ადგილი იყო, სადაც ადამიანები დახვრიტეს იმიტომ, რომ გაეხვივნენ ევროპულ დროშებში და 10 წლის შემდეგ...

“საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტთან” დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტთან” დაკავშირებით საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს პროექტის განხორციელების ეტაპების, დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის, შრომითი ურთიერთობების მართვის პროცედურების, გარემოსდაცვით და სოციალურ ვალდებულებათა გეგმის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და მათ მიერ...

მერია: ხობში ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. მიმდინარეობს პირველი გურიფულის მინი სტადიონის რეაბილიტაცია, ზუბი (ახალი ხიბულას) მოსაცდელის მოწყობა და საკუკავო (ხამისკურის) სასაფლაოს შემოღობვა. უწყების ცნობით, სულ პროგრამით გათვალისწინებულია 49 პროექტის განხორციელება. რისთვისაც 922 000 ლარია გამოყოფილი. "მოქალაქეებმა საპროექტო წინადადებებს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი...

სამეგრელოს DMO ლონდონში საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს

სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია დიდ ბრიტანეთში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტურისტულ გამოფენა ,,World Travel Market – WTM London” -ში იღებს მონაწილეობას. DMO-ს გამოფენაზე რეგიონის შესახებ სხვადასხვა მასალა აქვს წარმოდგენილი, მიმდინარეობს ტურისტულ კომპანიებთან ე.წ. ბი თუ ბი ფორმატის შეხვედრები.

წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაფართოვდა

წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაფართოვდა. ფასის ზედა ზღვარი, ჯამში, 3 200 -ზე მეტ მედიკამენტზე განისაზღვრა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი ქრონიკულ, ონკოლოგიურ, ანტიჰიპერტენზიულ, ანტიკოაგულაციურ, ანტიჰისტამინურ, ანთების საწინააღმდეგო, ფსიქოლეფსიურ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მოქმედ, ტკივილგამაყუჩებლებსა და ანტიბიოტიკებზე მოქმედებს. წამლების ჩამონათვალი რომლებზეც ფასის ზედა ზღვარი მოქმედებს ეტაპობრივად გაფართოვდება და ფარმაცევტულ ბაზარზე,...

შუა ქვალონში სახლი დაიწვა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ქვალონში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. არსებული ინფორაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხობში სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე სწავლება ჩატარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ხობის, აბაშის, სენაკისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში, თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე სწავლება ჩაატარა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სწავლების მიზანს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამოქალაქო უსაფრთხოების თანამშრომლებთან ერთად, მუნიციპალური საგანგებო მართვის გეგმის შემუშავება, განხილვა, ნაკლოვანებათა გამოვლენა და მათი აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაციების შემუშავება წარმოადგენდა....