წითელმა ჯვარმა ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 139 ოჯახს სასაჩუქრე ვაუჩერი გადასცა

"საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ წარმომადგენლებმა, ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 139 ოჯახს 350-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადასცეს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ვაუჩერი 2023 წელს სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს გადაეცა.