ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში „ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის“ და „ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის“ მუნიციპალური პროგრამების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე დამსწრე პირებს მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა შოლინა კანკიამ პროგრამების რეგულირების სფეროზე, მიზნებზე, მოსარგებლე პირთა წრეზე, დაფინანსების მოცულობაზე, ბიუჯეტზე და დაფინანსების წყაროზე მიაწოდა ინფორმაცია. მომხსენებლის განცხადებით,...