რომან მორგოშიას სახელობის ტურნირი გაიმართა ძიუდოში

ხობის მუნიციპალიტეტის ქვემო ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულის სპორტულ დარბაზში, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, რომან მორგოშიას სახელობის ტურნირი გაიმართა ძიუდოში. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეჯიბრებაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის 130 სპორტსმენი მონაწილეობდა. რეგიონული პირველობის გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები თასებით, მედლებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ. ტურნირი სამეგრელო-ზემო სვანეთის ძიუდოს ფედერაციის, „ხობის სპორტის ცენტრის“ ორგანიზებით და ხობის...