ხობში შინაური და მიკედლებული ცხოველების უფასო ვაქცინაცია ჩატარდება

სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 28 სექტემბერს, ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, შინაური და მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) უფასო ვაქცინაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებსა და სააგენტოს რეგიონულ ოფისებში გაიმართება. ხობში, ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია ჩატარდება დადიანის №185 (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს შენობა); “წლევანდელი ღონისძიების მთავარი გზავნილია – ყველა ერთისთვის,...