ხობის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გვიმარონში (შუა ქვალონი), საბაჟოსა (ჭალადიდი) და საბუკიოში (თორსა-დღვაბა) ნატანი მასისგან და ხე-მცენარეებისგან იწმინდება სანიაღვრე არხები. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ”სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ ხობის მუნიციპალიტეტის 23 ადმინისტრაციულ ერთეულში 49 პროექტი განხორციელდება. პროგრამის ფარგლებში შერჩეული პროექტების განსახორციელებლად 922 000...