რამაზ კიტიას სახელობის ტურნირი მინი-ფეხბურთში დასრულდა

დღეს, გურიფულის სტადიონზე, 2008 წელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სოფელ ხურჩაში დაღუპული ხობელი პოლიციელის, რამაზ კიტიას ხსოვნისადმი მიძღვნილი პირველობის ფინალური შეხვედრა გაიმართა. მემორიალური ტურნირის გამარჯვებული და რამაზ კიტიას სახელობის თასის მფლობელი ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის გუნდი გახდა, მეორე ადგილი ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე "შავი ზღვის ტერმინალის" გუნდი გავიდა....