პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ასაკობრივი ჯგუფი გაიზარდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ახალი რეგულაციების მიხედვით უფასოდ ვაქცინაციის ჩატარება შეუძლიათ გოგონებსა და ქალებს 10-დან – 45 წლის ჩათვლით, ხოლო ბიჭებსა და მამაკაცებს 10-დან 26 წლის ჩათვლით. 15 წლამდე გოგონებისა და ბიჭებისთვის აცრების კურსი ორდოზიანია და აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი 6 თვეა. “15-დან – 45 წლამდე...

სოციალურად დაუცველი 49 ოჯახისთვის სამშენებლო მასალების გადაცემა მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სახლის გადასახური მასალის და ავარიული სახლის გასამაგრებლად-ცემენტის და ბლოკის გადაცემა მიმდინარეობს. უწყების ცნობით, „მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის“ მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში, 96 146 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალები 49 ოჯახს გადაეცემა. სოციალური პროგრამა ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.