მერი პირველ საჯარო სკოლას ეწვია

დღეს, ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლას ეწვივნენ, მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს. წელს, მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლებში 293 პირველკლასელი ჩაირიცხა. საჯარო სკოლების 249 პირველკლასელს სახელმწიფოსგან საჩუქრად კომპიუტერი (ნეთბუქი) გადაეცა, გაუმჯობესებული ტექნიკური მახასიათებლებითა და პროგრამებით.

გიორგი ამილახვარი მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებს სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და სრულიად საზოგადოებას 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს. „დღეს 15 სექტემბერია და მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებში ახალ სასწავლო წელს ვიწყებთ. მინდა, ეს მნიშვნელოვანი თარიღი განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს პირველკლასელებს, რომლებიც წელს პირველად შეაღებენ სკოლის კარებს. ვულოცავ მოსწავლეებს, მშობლებს, ჩვენს მასწავლებლებს და წარმატებულ სასწავლო წელს...