სტუდენტები ყოველთვიურად 150 ლარის ნაცვლად 300 ლარიან სტიპენდიას მიიღებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ორმაგდება სტიპენდიატთა რაოდენობა და სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა. განახლებული პროგრამის ფარგლებში სასწავლო წლის 10 თვის განმავლობაში, ოქტომბრიდან ივლისის ჩათვლით, სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმატებული სტუდენტები ყოველთვიურად 150 ლარის ნაცვლად მიიღებენ 300 ლარიან სტიპენდიას. რაც შეეხება სტუდენტთა რაოდენობას, თუ აქამდე სტიპენდია გაიცემოდა...