სეს: საყანე ფართობები ფაროსანას საწინააღმდეგოდ თერმული ნისლის ტექნოლოგიით მუშავდება

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი დასავლეთ საქართველოში მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს განაგრძობს. თხილის მოსავლის აღების შემდეგ, ფაროსანა სიმინდზე ინაცვლებს. საყანე ფართობების მონიტორინგის შედეგად, იმ მასივებში, სადაც მავნებლის გადაჭარბებული კონცენტრაცია ფიქსირდება, სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა თერმული ნისლით წამლობას ახორციელებს. უწყების ცნობით, ამ დროისათვის დასავლეთ საქართველოში, იმერეთის,...