”სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ცხრა სოფელში გარე განათების სისტემა მოეწყო

”სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის ცხრა სოფელში გარე განათების სისტემა მოეწყო. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, განათების სისტემა დამონტაჟდა: ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გაღმა პირველ ხორგაში, პატარა ფოთში, შავღელეში, ჯაპიშაქარში, პირველ მაისში (საკვიკვინიო, ბულიწყუ, ჭიხუ), ბიასა და ბია-საშონიოში. ”სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ მიმდინარე წელს, ხობის მუნიციპალიტეტის 23 ადმინისტრაციულ ერთეულში 49 პროექტი განხორციელდება....