ხობელმა მკლავჭიდელებმა ორი მედალი მოიპოვეს

ყაზახეთის ქალაქ ალმათში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე „ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის“ მკლავჭიდელებმა ორი მედალი მოიპოვეს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, 60 კგ. წონით კატეგორიაში (მარჯვენა მკლავი) მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა დათუნა ჟიშკარიანი, ხოლო 60 კგ. წონით კატეგორიაში (23-წლამდელები, მარჯვენა მკლავი) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა საბა დანელიამ.