საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში მომავალი წლიდან პენსიები გაიზრდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. “2024 წლიდან ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების ბიუჯეტი 870 მლნ ლარით იზრდება. 70 წლისა და მეტი ასაკის პირთა პენსია გაიზრდება 50 ლარით და გახდება 415 ლარი. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში იქნება თითქმის...
ხობში შინაური და მიკედლებული ცხოველების უფასო ვაქცინაცია ჩატარდება
სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 28 სექტემბერს, ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, შინაური და მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) უფასო ვაქცინაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებსა და სააგენტოს რეგიონულ ოფისებში გაიმართება. ხობში, ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია ჩატარდება დადიანის №185 (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს შენობა); “წლევანდელი ღონისძიების მთავარი გზავნილია – ყველა ერთისთვის,...
სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა
27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 30 წელი შესრულდა. სოხუმის დაცემა-ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის (1992-93) ბოლო, გადამწყვეტი ბრძოლა, რომელსაც შედეგად ქართველთა ერთ-ერთი უდიდესი დამარცხება მოჰყვა საქართველოს უახლეს ისტორიაში. კონფლიქტი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა მიმდინარეობდა ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის, რომელთაც ასევე უჭერდნენ მხარს ჩრდილოეთ კავკასიიდან დაქირავებული მებრძოლები, კაზაკთა მილიციის...
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია
ხობის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გვიმარონში (შუა ქვალონი), საბაჟოსა (ჭალადიდი) და საბუკიოში (თორსა-დღვაბა) ნატანი მასისგან და ხე-მცენარეებისგან იწმინდება სანიაღვრე არხები. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ”სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ ხობის მუნიციპალიტეტის 23 ადმინისტრაციულ ერთეულში 49 პროექტი განხორციელდება. პროგრამის ფარგლებში შერჩეული პროექტების განსახორციელებლად 922 000...
რამაზ კიტიას სახელობის ტურნირი მინი-ფეხბურთში დასრულდა
დღეს, გურიფულის სტადიონზე, 2008 წელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სოფელ ხურჩაში დაღუპული ხობელი პოლიციელის, რამაზ კიტიას ხსოვნისადმი მიძღვნილი პირველობის ფინალური შეხვედრა გაიმართა. მემორიალური ტურნირის გამარჯვებული და რამაზ კიტიას სახელობის თასის მფლობელი ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის გუნდი გახდა, მეორე ადგილი ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე "შავი ზღვის ტერმინალის" გუნდი გავიდა....
პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ასაკობრივი ჯგუფი გაიზარდა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ახალი რეგულაციების მიხედვით უფასოდ ვაქცინაციის ჩატარება შეუძლიათ გოგონებსა და ქალებს 10-დან – 45 წლის ჩათვლით, ხოლო ბიჭებსა და მამაკაცებს 10-დან 26 წლის ჩათვლით. 15 წლამდე გოგონებისა და ბიჭებისთვის აცრების კურსი ორდოზიანია და აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი 6 თვეა. “15-დან – 45 წლამდე...
სოციალურად დაუცველი 49 ოჯახისთვის სამშენებლო მასალების გადაცემა მიმდინარეობს
ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სახლის გადასახური მასალის და ავარიული სახლის გასამაგრებლად-ცემენტის და ბლოკის გადაცემა მიმდინარეობს. უწყების ცნობით, „მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის“ მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში, 96 146 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალები 49 ოჯახს გადაეცემა. სოციალური პროგრამა ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
„მაჩხომარზე“ არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს
ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულში ,,მაჩხომერის’’ არქიტექტურული კომპლექსის ტერიტორიაზე მკვლევართა ჯგუფი არქეოლოგის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, რევაზ პაპუაშვილის ხელმძღვანელობით არქეოლოგიური გათხრებს აწარმოებს. მეცნიერებმა ,,მაჩხომერზე’’ მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოების შესახებ ინფორმაცია ხობის მუნიციპალიტეტის მერს, დავით ბუკიას გააცნეს. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, „მაჩხომერზე“ არქეოლოგიური კვლევები ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის დაფინანსებით და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით...
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ზაქრო შუბითიძე დაიღუპა. ინფორმაციისთვის: უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 48 ქართველი ემსხვერპლა.
ხობის მუნიციპალიტეტის ბაღებში 819 აღსაზრდელია ჩარიცხული
დღეს, ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი დაიწყო. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლის დაწყება ქალაქ ხობის N1 და პირველი მაისის საბავშვო ბაღების პედაგოგებს, აღსაზრდელებს და მათ მშობლებს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ქავთარაძემ, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, დავით ბერაიამ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიულოცეს. ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში...