„ბრემენელი მუსიკოსები“

დღეს, ხობის კულტურის სასახლის დიდი დარბაზის სცენაზე სოხუმის მოზარდ-მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრის დასმა, ძმები გრიმების ზღაპრის მიხედვით დადგმული მუსიკალური სპექტაკლი - ,,ბრემენელი მუსიკოსები“ წარადგინა. სპექტაკლის ჩვენება ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით და მერიის მხარდაჭერით გაიმართა.