ხობში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთ წლამდე ბავშვი ემსხვერპლა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ქვალონში ავტოსაგზაო შემთხვევას მცირეწლოვანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სადისტრიბუციო მანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 1 წლამდე ბავშვი გარდაიცალა და ერთი ადამიანი დაშავდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებით ხობის ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო...