ხეთაში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის კორცხოს უბანში გზის დამეწყრილი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია პირველ მოადგილესთან, რევაზ ზაქარაიასთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. უწყების ცნობით, პროექტის შესაბამისად მოეწყობა ნაპირდამცავი გაბიონები, კიუვეტები და დაიგება რკინაბეტონის საფარი.ინფრასტრუქტურულ პროექტს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხობის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს. გზის...