საჯიჯაოში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის დროს ერთსართულიან ხის სახლში ქალი იმყოფებოდა, თუმცა მან გამოსვლა მოასწრო. შემთხვევის შედეგდა არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.