ძლიერმა ქარმა ხობის მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა-მერია

ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი სპეციალური კომისის წევრები ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული შენობა-ნაგებობების მდგომარეობას ადგილზე ეცნობიან და სტიქიით გამოწვეული ზარალᲘს მოცულობას ითვლიან. ხობის მუნიციპაიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა დააზიანა სახლები, სკოლები, საბავშვო ბაღები, ადმინისტრაციული შენობები, ელექტრო გადამცემი ხაზები, ბოძები და გაზსადენი მილები. შემოსულ შეტყობინებებზე შესაბამისი სამსახურების მიერ ოპერატიულად ხდებოდა რეაგირება....