არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდია გაიცემა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდირების გაცემაზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ოთარ შამუგია იმყოფებოდა აჭარაში, პირადად დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო სიტუაციას, შეიქმნა საკოორდინაციო შტაბი და მიმდინარე მონაცემებით დადგინდა, რომ 45 000 ტონამდე ციტრუსის მოსავალია მოსალოდნელი წელს.