ხობის კულტურის სასახლის მცირე დარბაზში, ხობის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საჯარო განხილვაში მონაწილეებს ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის ძირითადი მაჩვენებლები და პრიორიტეტები მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა დავით ჭოჭუამ გააცნო. 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითად პრიორიტეტებს - განათლება, სოციალური სფერო, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და ჯანმრთელობის...