ხობის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის 8 პროექტი განხორციელდა

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის 8 პროექტი განხორციელდა. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით გზები რეაბილიტირდა: ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელი საბაჟოში, ახალი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის სავარდიოს უბანში, ნოჯიხევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ნოჯიხევში, ყულევში, ქ. ხობში (კოლხეთის დასახლება), ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში (პაპანწყვირეს...