ხობში, სპექტაკლის “უცნობი ქალის” პრემიერა შედგა

დღეს, კულტურის სახლის დიდ დარბაზში, "ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივ ცენტრთან" არსებული ერთი მსახიობის თეატრის სპექტაკლის - "უცნობი ქალი" პრემიერა შედგა. რეჟისორმა მანანა შამათავამ სპექტაკლი ინგლისელი მწერლის, ჰერბერტ ბეიტსის ნაწარმოების, "ველური ალუბლის ხის“ მიხედვით დადგა. სპექტაკლს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.