საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის

4 ოქტომბერს 08:30 საათიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საინფორმაციო ბრიფინგები გაიმართება და ცესკოს პრესსპიკერი საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის შესახებ. ასევე შეგახსენებთ, რომ 06:45 საათიდან იმუშავებს ცესკოს კონტაქტ – ჰაბი 2 51-00-51. საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი: 08:30 სთ 10:30 სთ 12:30 სთ 15:30 სთ 17:30 სთ 20:30 სთ 21:00-დან 22:00...

მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისათვის საარჩევნო ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტის ორი ეტაპი დასრულდა

მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია კვლავ ატარებს საარჩევნო ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტს. აუდიტს საარჩევნო ტექნოლოგიების ტესტირების ლაბორატორია „Pro V&V” ატარებს, რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში აქვს მრავალწლიანი გამოცდილება და ერთ-ერთია იმ ორი კომპანიიდან, რომელსაც ამერიკაში შესაბამისი ინსტიტუციების სათანადო აკრედიტაცია გააჩნია. საარჩევნო ადმინისტრაციას მნიშვნელოვნად მიაჩნია, შესაბამისობის აუდიტის კიდევ ერთხელ...

ცესკოს თავმჯდომარის შემაჯამებელი ბრიფინგი 4 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით

ხვალ, 4 ოქტომბერს, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები გაიმართება. საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2 058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერს. საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებლები, ასევე პროცესს გააშუქებს 73 მედიასაშუალების ათასამდე წარმომადგენელი. რეგისტრირებულ საერთაშორისო...

ცესკოში საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.  სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო პროცესების შესახებ ინფორმაცია ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ მიაწოდეს.  შეხვედრის მიმდინარეობისას გიორგი კალანდარიშვილმა და გიორგი შარაბიძემ სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია გააცნეს 4 ოქტომბრის...

ცესკოს ხელმძღვანელი პირები სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ

დღეს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ხელმძღვანელი პირები საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით მყოფ სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 20 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის 38 წარმომადგენელს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა პირადად მიაწოდა ინფორმაცია 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე და იმ მნიშვნელოვან სიახლეებზე, რომლებიც ადმინისტრაციამ აღნიშნული არჩევნებისთვის განახორციელა. მან ასევე დეტალურად ისაუბრა აღნიშნულ არჩევნებში...

საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის საარჩევნო კომისიებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და სამხრეთ აფრიკის საარჩევნო კომისიას შორის ცესკოში დღეს ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის მიზანია ორი ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერება და გამოცდილების გაზიარება საარჩევნო პროცესების მართვის სფეროში. ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ და სამხრეთ აფრიკის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ...

საარჩევნო ადმინისტრაცია ჩართულ მხარეებს საარჩევნო უბნებზე დაკვირვებისა და ფოტო-ვიდეო გადაღების რეგულაციებს შეახსენებს

„ხვალ, 4 ოქტომბერს, მუნიციპალიტეტის ორგანოთა მორიგი არჩევნები გაიმართება. სამწუხაროდ, გასულ არჩევნებზე დაფიქსირდა ზოგიერთი ჩართული მხარის მიერ საარჩევნო პროცედურებზე დაკვირვების, ფოტო-ვიდეო გადაღებისა და ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონის დარღვევით განხორციელების არაერთი ფაქტი, რამაც ხელი შეუწყო, მათ შორის, ხმის ფარულობის საკითხის სპეკულაციურად წამოჭრას. შესაბამისად, საზოგადოებას და ჩართულ მხარეებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, პერსონალურ...

საინფორმაციო შეხვედრა ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებთან

საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზებით ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებთან მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ამჯერად თბილისში გაიმართა და მისი მიზანი 2025 წლის მუნიციპალიტეტის არჩევნების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება, საარჩევნო პროცედურებისა და მომსახურების ხელმისაწვდომობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება იყო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი სანტურიანმა...