ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხობის კულტურის სასახლეში, პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, 2023-2024 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის წარჩინებული მოსწავლეები პერსონალური კომპიუტერებით, ხოლო 2022-2023 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეები ოქროს და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ.
29 ნოემბრიდან საქართველოში გამოიდარებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 ნოემბრიდან საქართველოში გამოიდარებს, ნალექი შეწყდება. დღისით დასავლეთ საქართველოში შედარებით დათბება, აღმოსავლეთ საქართველოში კი შენარჩუნებული იქნება ცივი ამინდი. “თბილისში 2 დეკემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 2 დეკემბერს შესაძლოა მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი):...